მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეცნიერებმა 75 000 წლის ნეანდერტალელის თავის ქალა აღადგინეს
მეცნიერებმა 75 000 წლის ნეანდერტალელის თავის ქალა აღადგინეს

მეცნიერებმა 75 000 წლის ნეანდერტალელის თავის ქალა აღადგინეს

იმედი|imedinews.ge

მეცნიერებმა შანიდარის მღვიმეში ნაპოვნი, დაახლოებით 75 ათასი წლის წინანდელი ნეანდერტალელის დამსხვრეული თავის ქალა აღადგინეს.

გათხრების დროს სპეციალისტებმა უარი თქვეს ნაშთების ამოღების სტანდარტულ მეთოდზე. ამის ნაცვლად, მათ ძვლებთან ერთად გრუნტის 46 ბლოკი ამოჭრეს, ფოლგაში გაახვიეს და შემდგომი მუშაობისთვის კემბრიჯში გაგზავნეს.

გაწმენდამდე მკვლევრებმა მიკროკომპიუტერული ტომოგრაფია ჩაატარეს. სკანირებამ მათ ქანის შიგნით ძვლის ფრაგმენტების განლაგების დადგენაში დაეხმარა, რამაც აღმოჩენის დაშლის დროს დაზიანების რისკი შეამცირა.

ლაბორატორიაში სპეციალისტები ძვლებს რბილი ფუნჯებით, ბამბუკის ჩხირებითა და სტომატოლოგიური ინსტრუმენტებით წმენდდნენ. სტრუქტურის გასამაგრებლად აკრილის ფისი გამოიყენეს. ამის შემდეგ, ასობით წვრილი დეტალი ერთ მთლიან თავის ქალად შეაერთეს.

წინასწარი მონაცემებით, ნაშთი, რომელსაც Shanidar Z უწოდეს, ეკუთვნოდა ქალს, რომელმაც დაახლოებით 40 წელი იცოცხლა. პრეისტორიული პერიოდისთვის ეს ასაკი შედარებით მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

Shanidar Z იმ ადგილის მახლობლად აღმოაჩინეს, სადაც ჯერ კიდევ XX საუკუნეში სხვა ნეანდერტალელების ნაშთებიც იპოვეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ძვლების განლაგება შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ დაკრძალვისთვის ერთსა და იმავე ზონას იყენებდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი