მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს
მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს

მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს

იმედი|imedinews.ge

კერტინის უნივერსიტეტისა და დასავლეთ ავსტრალიის გეოლოგიური სამსახურის მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს. მათი კვლევა ჟურნალში Geo Science World გამოქვეყნდა.

40-45 კმ დიამეტრის მქონე ობიექტი, რომელსაც „ჩრდილოეთის გუმბათს“ ან მირალგას კრატერს უწოდებენ, ავსტრალიის რეგიონ პილბარაში მდებარეობს. მკვლევართა აზრით, ის დაახლოებით 3 მილიარდი წლისაა.

მანამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრატერი დაახლოებით 3,47 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. სხვა გეოლოგები კი ამტკიცებდნენ, რომ ობიექტი პროტეროზოურ ერას მიეკუთვნება და მისი ასაკი 2,3-2,4 მილიარდი წელია. დავის გადასაჭრელად, პროფესორ კრისტოფერ კირკლენდის გუნდმა ცირკონების იზოტოპური შემადგენლობა შეისწავლა. ეს ცეცხლგამძლე კრისტალები წარმოქმნის მომენტიდან ინარჩუნებენ თავის თვისებებს, რაც მათი გარემომცველი ქანების გაჩენის დროის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ანალიზისთვის სპეციალისტებმა დაზიანებული კრისტალები შეარჩიეს. ახალმა გაზომვებმა დაადასტურა, რომ კრატერი არქეული ერის დასაწყისში გაჩნდა. მიღებული მონაცემები ობიექტს იმ პროცესების უნიკალურ მტკიცებულებად აქცევს, რომლებიც პლანეტას მისი არსებობის ადრეულ ეტაპებზე აყალიბებდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი