
მიგრანტებმა სეუტაში საპროტესტო აქცია გამართეს
იმედი|imedinews.ge
სეუტაში მაროკოდან ათობით ათასი მიგრანტის შეჭრიდან თითქმის სამი კვირის შემდეგაც ადგილზე ათასობით ადამიანი რჩება. მიგრანტებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ოფიციალური მადრიდისგან თავშესაფარი და მაროკოში დეპორტაციის შეჩერება მოითხოვეს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არალეგალურად შესულ ადამიანებს დარჩენის უფლება არ მიეცემათ და ვერც სტატუსს მიიღებენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge