მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო
მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსს ამის გამო პასუხის გაცემა მოუწევს.

„ძალებმა, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე, დღეს კიდევ ბედავენ და სურვილი აქვთ, რომ საჯარო სივრცეში ასე ისაუბრონ და თავი გაიმართლონ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია... ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო. ეს ეხება ბარამიძეს. ბარამიძე არ განსხვავდებოდა იმ ხელისუფლებისგან. ის იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

აგვისტოს ომზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.

„500-მდე ადამიანი გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი. ამ ადამიანებმა პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა თქვა, ჯერ კიდევ ომის დღეებში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული“.

საქართველოს პრეზიდენტმა ომის შემდგომ პერიოდში და კონფლიქტის ზონიდან ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანის საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის როლიც გაიხსენა.

„მე არ მახსოვს ჩვენი პატრიარქი ასეთი მომტირალი, როცა მან ჩვენი გარდაცვლილი გმირების ცხედრები შეძლო და გადმოასვენა და მისცა საშუალება, რომ ისინი დაეკრძალათ“, - დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა აგრეთვე გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იმის გამო, რომ ომიდან ცოტა ხანში მათ რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარმოება გადაწყვიტეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს, ვიზები ცალმხრივად გააუქმეს და რუს ტურისტებს საზღვარზე ხვდებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული გია ბარამიძე!

შალვა პაპუაშვილი:  ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს

იმედი

ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს

ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს

იმედი

შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს