მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული გია ბარამიძე!
შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული გია ბარამიძე!

იმედი|imedinews.ge

ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, სიმბოლურია, რომ აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ, პროკურატურამ ღალატის მუხლით პირველად აღძრა საქმე, რომელიც, სააკაშვილის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო, თუმცა, ცოტა ხნის წინ კვლავ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ბარამიძის ანტიქართული განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საბოლოო მიზნად, საქართველოში ომის გაჩაღებას ისახავს და სწორედ ღალატის მუხლით უნდა მიეცეს იგი პასუხისგებაში.

"სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წლის ომამდე 1 წლით ადრე სს კოდექსიდან ამოიღო, გააუქმა 307-ე, სამშობლოს ღალატის მუხლი… სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, საქართველოს პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში. ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული - გია ბარამიძე! ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ ბარამიძის ანტიქართული განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საბოლოო მიზნად, საქართველოში ომის გაჩაღებას ისახავს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენული საქართველოს მშენებლობა შეუძლებელი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ველზე რჩებიან ძალები, რომელთათვისაც საკუთარი სახელმწიფოს ღალატი ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რასაც არ მოჰყვება პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომები. ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს, ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია!", - წერს ვატო შაქარიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხაფორმულა
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
  • პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია

დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია

იმედი

შალვა პაპუაშვილი:  ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს

იმედი

ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს

ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს

იმედი

შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს