
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გია ბარამიძის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
პრეზიდენტის თქმით, ბარამიძე არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.
„ჩვენდა სამწუხაროდ, როდესაც მე ვსაუბრობ ძალებზე, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე და ეს ძალები დღეს კიდევ ბედავენ, სურვილი აქვთ, რომ საჯარო სივრცეში ისაუბრონ და თავი გაიმართლონ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე. ეს არის ჩემი პასუხი.
ამ მიმართულებით ეს ეხება ბარამიძეს. ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან. ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს პროცესი, რომელიც დღეს ყველასთვის ძალიან მარტივად არის გასაშიფრი, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები. კონტრასტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. დღესაც კი სინანულსაც არ გამოთქვამენ. ხუთასამდე ადამიანი გარდაცვლილი, ჩვენი 120-მდე სოფელი დაკარგული. აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი. ამათი ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრაგედია ჩვენს საქართველოში როგორ ვითარდებოდა და ამ ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, იმავე დღეებში ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე, როდესაც ჩემს უკან დაკრძალული საქართველოს გმირების ცხედრები ჯერ კიდევ გაციებული არ იყო და მათ ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე. კონტრასტი იყო. ჩვენი აწ გარდაცვლილი, უწმინდესი და უნეტარესი, მე არ მახსოვს ჩვენი პატრიარქი ასეთი მომტირალი, როდესაც მან ჩვენი გარდაცვლილი გმირების ცხედრები, შეძლო და გადმოასვენა. მისცეს საშუალება, რომ დაეკრძალათ ჩვენი გმირი სამხედროები. ეს კონტრასტია, რომ საქართველო მაშინ გლოვობდა და განიცდიდა ამ ტრაგედიას. ეს ძალა, რომლისთვისაც ეს უმნიშვნელო იყო და დავალების შემსრულებელი იყო, დავალებითვე გააგრძელეს“, - აღნიშნა მან.
გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის მუხლით გამოძიება დაიწყო
იმედი
წყარო: imedinews.ge