მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი და რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ, 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი
პრემიერი: ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი და რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ, 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი

პრემიერი: ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი და რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ, 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი

იმედი|imedinews.ge

2008-2012 წლებში, როდესაც ომი იყო ახალი მომხდარი საქართველოში, ოკუპაცია იყო ახალი განხორციელებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. აღიარება იყო ახალი მომხდარი, ანწუხელიძე იყო ახალი ნაწამები და მოკლული და გმირები იყვნენ ახალი დაღუპული, 120-ზე მეტი სოფელი გვქონდა ახალი დაკარგული, მაშინ ხოშტარია და ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხოშტარია არის სამარცხვინო ადამიანი, უცხოელი აგენტი, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ რუსოფობად და პარალელურად მილიონობით რუსულ რუბლს იღებს.

პრემიერმა მის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებს მასში დასმულ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და შესაბამისად, შინაარსშიც ვერ შედიან.

„გახსოვთ, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით - შინაარსი მათი ველია და არ უნდა შევიდეთო. საუბრობდნენ ერთდა და იმავეს, რომ იყო რუსული კანონი და შინაარსი საერთოდ არ გაურჩევიათ, იმიტომ, რომ შინაარსი იყო ჩვენს მხარეს, რაც გაირკვა. დღეს საზოგადოებამ უკვე გაარკვია, რომ სინამდვილეში ეს კანონი ყოფილა გამჭვირვალობის კანონი და არავითარი რუსული კანონი. 150-მა კაცმა ვერ გაიგო დღემდე, მაგრამ დანარჩენმა საზოგადოებამ გაიგო. მაშინ გამოვიდა ამერიკის ელჩი, მოატყუა ეს ადამიანები და მართლა მოტყუვდა საზოგადოების ნაწილი, მაგრამ იმ ადამიანებმაც გაიგეს დღეს, რომ სინამდვილეში ეს ყოფილა გამჭვირვალობის კანონი. 150 კაცი დარჩით, ვისაც დღემდე გგონიათ, ან არ გგონიათ, რომ ეს კანონი იყო რუსული.

რაც შეეხება წერილს, შინაარსში შემოვიდნენ. 2008-2012 წლებში, როდესაც ომი იყო ახალი მომხდარი საქართველოში, როდესაც ოკუპაცია იყო ახალი განხორციელებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. აღიარება იყო ახალი მომხდარი, ანწუხელიძე იყო ახალი ნაწამები და მოკლული და გმირები იყვნენ ახალი დაღუპული, 120-ზე მეტი სოფელი გვქონდა ახალი დაკარგული, მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს, ხოშტარია, სამარცხვინო ადამიანი, უცხოელი აგენტი, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ რუსოფობად და თან, პარალელურად იღებს რუსულ რუბლებს, მილიონობით. რეაქცია რატომ არ გაქვთ, როდესაც ხოშტარია მილიონობით რუსულ რუბლს იღებს რუსული ხაზინიდან ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ. რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ. ხოშტარია გამოდიოდა და აქციებს აწყობდა, როდესაც ვიღაც ქორწილს იხდიდა საქართველოში. ნახეთ სამარცხვინოობის დონე, ეს არის აგენტის ბედი. 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი. აგენტობა არის სიბინძურე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას, ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა მოვუწოდო, რომ ვინც არ უნდა შესთავაზოს აგენტობა, ამაზეც კამპანია იყო, რომ ამის აგენტობა ცუდია და იმის აგენტობა კარგია, არავითარ შემთხვევაში ხელი არ მოაწერონ, იმიტომ, რომ გაიზიარებენ ხოშტარიას სავალალო ბედს, როდესაც მას უწევს ასეთი სამარცხვინო ქმედებების განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • თბილისში რუსული სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართაფორმულა
  • ბრიტანეთმა რუსული ბანკებისა და გემებისთვის ახალი სანქციები დააწესაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
რუსული →

მსგავსი სტატიები

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

იმედი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

იმედი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

იმედი