მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს

იმედი|imedinews.ge

მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

პრეზიდენტის თქმით, საქართვველოს ხელისუფლებას აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი გზით ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგებას და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრებას.

„ეს არის ჩვენი მიზანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს, ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს და გვჯერა, რომ მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ. არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია. ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე, არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ დაუშვებს იმას, რომ ეს ტერიტორიები იყოს საქართველოს გარეშე. ეს არის აქსიომა, ამას ვერავინ უარყოფს. დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად შედგება ეს პროცესი, საქართველო გაერთიანდება და ყველა ადამიანი იქნება ღირსეულად წარმოჩენილი ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს

ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს

იმედი

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

იმედი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

იმედი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი