მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ
პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარიონეტები არიან.

„ეტყვიან, რომ რუსი უნდა ეზიზღებოდეთ - შეეზიზღებათ. ეტყვიან, რომ რუსი უნდა უყვარდეთ და ღვინის ბოთლით დახვდნენ საზღვარზე, ამას გააკეთებენ. ეტყვიან ჩინეთი მტრად უნდა გამოაცხადონ, გამოაცხადებენ. ეტყვიან ჩინეთი მეგობრად უნდა გამოაცხადონ, გამოაცხადებენ. ეტყვიან აზერბაიჯანი უნდა იყოს მეგობარი, იქნება მეგობარი. ეტყვიან აზერბაიჯანი იყოს მტერიო, იტყვიან. ეს ადამიანები არიან მარიონეტები. ეს არის სწორედ გაკვეთილი 2008 წლის. როდესაც მარტიონეტი არის ხელისუფლებაში ამას მიჰყავს ქვეყანა ომამდე და ეკონომიკურ კოლაფსამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არავინ ეკითხებოდა, როდესაც გადატვირთვა გამოცხადდა რუსეთთან, ასე დაავალეს გარედან. 2008 წლის შემდეგ, 2009 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა გადატვირთვა გამოაცხადეს რუსეთთან. საქართველო ოკუპირებულია, 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება არ სრულდება და გადატვირთვა რუსეთთან. 2010 წელს აღლუმს ატარებენ რუსეთთან ერთად წითელ მოედანზე, სადაც გამოდიან ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროპული ქვეყნების, მათ შორის სამხედრო დანაყოფები ქვეყანაში, რომელიც არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ოკუპაციას ახორციელებს საქართველოსი. ამის შემდეგ არის ნორდსტრიმის გახსნა გერმანიასა და რუსეთს შორის. ჩვენ გვადევს ემბარგო და სანქცია, ხოლო რუსეთთან გაიხსნა ნავთობის მილსადენი, მოხდა გადატვირთვა, ჩატარდა ჩემპიონატები, ოლიმპიადები და ასე შემდეგ. მაშინ უთხრეს, რომ აღარ უნდა წარმოაჩინოთ, რუსეთი როგორც მტრის ხატი და სააკაშვილმა, როგორც მარიონეტმა ეს ყველაფერი შეასრულა. შემდეგ დასჭირდათ სხვანაირად და მათ, როგორც მარიონეტებმა ეს შეასრულს და დღეს რომ ჰკითხო მათზე დიდი რუსოფობები თითქოს არ არსებობენ, მაშინ, როდესაც თუ რაიმე გაკეთდა ისეთი, რამაც მეტი გავლენა მისცა რუსეთს საქართველოში, გაკეთდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდებაBM.GE
  • პრემიერი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდარუსთავი 2
  • „პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყვნენ“ - კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებსტვ პირველი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი ჩიქოვანი:დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე, იმ ადამიანებით, რომლებმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე - საკუთარი სამშობლოს დასაცავად

ირაკლი ჩიქოვანი:დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე, იმ ადამიანებით, რომლებმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე - საკუთარი სამშობლოს დასაცავად

იმედი

გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

ფაშინიანმა ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს

ფაშინიანმა ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს

იმედი

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

იმედი