მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა
მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა

იმედი|imedinews.ge

აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როდესაც ჩვენი ომი იყო, ხმა არ ამოუღიათ და დღეს, როდესაც უკრაინაში შეიჭრა, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მაშინ მოხდა ევროპის ქვეყნების და ამერიკის დათბობის პოლიტიკა, ხელისუფლებას დაევალა, ისინიც ამ რეჟიმში გადასულიყვნენ, მაშინ როცა ანწუხელიძეს აწამებდნენ და ეს გმირები ქუჩაში ეყარნენ. ხმა არ ამოუღიათ და პირიქით, დათბობის პოლიტიკას აწარმოებდნენ და მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები, გააუქმეს ცალმხრივად სავიზო რეჟიმი და ლარსზე ელოდებოდენ. რუსულ ფულს სუნი არ აქვსო, კულტურული ურთიერთობების აღდგენას ცდილობდნენ. ჩვენი ომი იყო, ხმა რა მოუღიათ და დღეს, როცა უკრაინაში შეიჭრა, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე? ამას ქართველი საზოგადოება არაფრის დიდებით არ მიიღებს და ყველას სათანადო პასუხი გაეცემა.

აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა, ყველაზე სამარცხვინო.

სხვაგან არ მახსენდება, რომ ლიდერი ასე მოიქცეს, საკუთარ დაცვას გაასწროს უმნიშვნელო თვითმფრინავის ხმაზე. სტუმარი ჰყავდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ისე სამარცხვინოდ მოიქცა. ეს მის ინსტინქტებს აჩვენებს.

რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, ეს სახადი მოვიხადეთ და ჩვენი გამოცდილებით მივიღეთ ეს ტრაგედია, აგვისტოს ომის, თუმცა დღეს ჩვენ ვართ გაძლიერებული. დღეს ვართ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დავუშვებთ მსგავს დღეებს საქართველოსთვის. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ამაყად, უნდა იყოს მხნედ ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებში, რომ ჩვენ ვართ ძლიერები და არაფრის დიდებით ამას დავუშვებთ. ეს არის მთავარი საკითხი.

ჩვენ ძალიან ძლიერი საზოგადოება ვართ, სამწუხაროდ, ეს სახადი მოვიხადეთ და ჩვენი გამოცდილებით მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედიის სახით. თუმცა, დღეს ჩვენ ვართ გაძლიერებული, დღეს ვართ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს მსგავსს დღეებს საქართველოსთვის, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება ამაყად და უნდა იყოს მხნედ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროცესები, რომელიც გრძელდება, არის ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ჩვენთან სამწუხაროდ, კიდევ ახერხებს ზოგიერთი ადამიანის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ახალგაზრდების პასუხი, რომ ისინი პატარები იყვნენ და არ ახსოვთ არ იციან, ესეც სამარცხვინო პასუხი არის, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული და გადავარჩინოთ ამ ძალის ქმედებებისგან“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

იმედი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

იმედი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

იმედი