მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა
მიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა

მიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა

იმედი|imedinews.ge

„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა შუამთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახალხო დღესასწაულები ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შუამთობა სხვადასხვა თაობის ადამიანებს აერთიანებს და არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

პრეზიდენტმა მადლიერება გამოთქვა წინაპრებისა და უხუცესების მიმართ, ვისი დამსახურებაცაა ამ უნიკალური დღესასწაულის დღემდე შემონახვა და აღნიშნა, რომ ეროვნული ტრადიციების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ქვეყნის კულტურული განვითარების მყარი საფუძველია.

მისი თქმით, სწორედ ასეთი სახალხო დღესასწაულები აძლიერებს საზოგადოების ერთიანობას, ისტორიულ მეხსიერებას და ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კულტურის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • €30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?BM.GE
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნაფორმულა
  • "პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნებატვ პირველი
კულტურის →

მსგავსი სტატიები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

იმედი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია - მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს

იმედი

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა

იმედი