
€30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დაინიშნა.
bm.ge დაინტერესდა, რა ქონებასა და ფინანსურ აქტივებს ფლობს კულტურის ახალი მინისტრი.
მაია ბითაძის მიერ წლის დასაწყისში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:
უძრავი ქონება
მაია ბითაძე თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე ორ უძრავ ქონებას ფლობს (100%-იანი წილით):
• ბინა (134.5 კვ.მ) - შეძენილია 2020 წლის 8 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის ღირებულებამ 66 000 აშშ დოლარი შეადგინა; • ავტოფარეხი (21.8 კვ.მ) - შეძენილია 2024 წლის 6 ივლისს 13 806.5 ლარად.
ნაღდი ფული და დანაზოგი
დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდი ფულადი თანხის სახით (დანაზოგი) მინისტრს დეკლარირებული აქვს:
• 40 000 ლარი; • 30 000 ევრო; • 5 500 აშშ დოლარი.
საბანკო ანგარიშები
მაია ბითაძეს საბანკო ანგარიშები "საქართველოს ბანკში" აქვს გახსნილი, სადაც დეკლარაციის შევსებისას ფიქსირდებოდა:
• მიმდინარე ანგარიშებზე: 1 900.19 ევრო და 38 ლარი; • სახელფასო ანგარიშებზე: 3 796 ლარი და 1 761.11 ლარი; • ანაბრებზე: 1.85 დოლარი და 0.76 ევრო.
შემოსავლები
საანგარიშო წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოდან მაია ბითაძემ შემოსავლის სახით მიიღო:
საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობა: 119 731.68 ლარი;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პროფესორი): 25 794.67 ლარი და 54.72 ლარი;
კვლევითი საქმიანობის ჰონორარი: 1 532.59 ევრო (ცენტრალური ევროპის აკადემია – CEA, ბუდაპეშტი/უნგრეთი).
ფინანსური ვალდებულებები (სესხი)
მაია ბითაძეს 2020 წლის დეკემბერში ბინის შესაძენად "საქართველოს ბანკიდან" აღებული აქვს იპოთეკური სესხი (ხელშეკრულების ვადა: 2020–2035 წწ.), რომლის საწყისი თანხა 200 000 ლარს შეადგენდა. 2024 წლის მაისის ცვლილებით, ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა 45 541.33 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში სესხის მომსახურებაზე გასავალმა 7 387.32 ლარი შეადგინა.
კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინათინ რუხაძემ პოსტი 28 ივლისს დატოვა. "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, სათანადო ყურადღება დაეთმო საქმისთვის, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია.
ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს დააანონსა, რომ მინისტრის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენდა და სხვა საკადრო ცვლილებები მოლოდინი კაბინეტში აღარ აქვს.
BM.GE
წყარო: bm.ge