მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ცაგარელს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ცაგარელს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ცაგარელს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ცაგარელს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიბოს რეგისტრის სივრცითი ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის საკითხები განიხილეს, რომელიც პროექტის - „საქართველოს კიბოს რეგისტრის სიღრმისეული ანალიზი“ - ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია კიბოს გავრცელების, ინციდენტობის, რისკ-ფაქტორებისა და რეგიონული შაბლონების შესწავლა თანამედროვე სტატისტიკური და მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებით. სტუდენტები ქმნიან ინტერაქტიურ ვებპლატფორმას, რომელიც აჩვენებს კიბოს შემთხვევებს საქართველოს რეგიონების მიხედვით და ხელს უწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას.

პროექტის მონაწილეები სამინისტროსთან თანამშრომლობით ერთობლივი კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, ასევე - მონაცემთა გაცვლას და სამეცნიერო სემინარების ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კიბოს პროფილაქტიკის პოლიტიკის განვითარებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი