მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე ევროპის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ევროპის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნერვ-კუნთოვანი დაავადებები და მათი მართვის საერთაშორისო პრაქტიკა იყო. აქცენტი გაკეთდა ევროპის ქვეყნებში არსებულ სერვისებზე. საუბარი შეეხო როგორც დიაგნოსტიკის, ისე თერაპიებთან დაკავშირებულ მიდგომებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია, მიდგომები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, ხოლო მიმდინარე პროცესები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ევროპის პედიატრთა საბჭოს (EBP) პრეზიდენტი ან დე გუხტენაერე, ბრიუსელში სენტ-ლუკის საუნივერსიტეტო კლინიკების უფროსი პედიატრი/ნევროლოგი რობერტო სანტალუჩია, ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტი ადამოს ჰაჯიპანაიისი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი