მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფექციური დაავადებების კონტროლის, მათ შორის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და ჰეპატიტების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს.

ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების, სკრინინგული პროგრამებისცგაფართოებისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალურ ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმ შედეგებს, რაც ამ პარტნიორობამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მოიტანა.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივად იმუშაონ ჯანმრთელობის სფეროში მდგრადი შედეგების მიღწევაზე, განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი