მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა მილან პროფანტს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. მხარეებმა დარგის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო გამოცდილება და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის კომპონენტს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ემატება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარების, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, გრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსებაც, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

მილან პროფანტი სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი ოტორინოლარინგოლოგი და მეცნიერია. სწორედ მისი და მისი გუნდის დამსახურებით მოხდა სლოვაკეთში კოხლეარული იმპლანტაციის ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დარგის განვითარებასა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი