
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან. ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება
ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება. ჯანდაცვის პროგრამა რამდენსაც წარმოადგენდა 2012 წლისთვის, იმაზე მეტი იხარჯება მხოლოდ ონკოლოგიაზე დღეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“.
მინისტრის თქმით, ხარჯი არაა ის, რაც სახელმწიფოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის შესყიდვისას ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდებს.
„ვფიქრობ მნიშვნელოვანი შეხვედრა და შეთანხმება იყო. ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდა საკითხს. ყველაზე მეტად რაც მახარებს ამ შეთანხმების შემდეგ, ესაა ის, რომ მკურნალობის პროცესი იყოს მორგებული პაციენტებზე. კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივედით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლის დასახელებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, დიდი იმედი მაქვს მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები. ისეთები, რომელიც მართლაც გააჩენს განკურნების შესაძლებლობებს.
იქ, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მინიმიზირებულია, პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან და ეს არაერთხელ დაუდასტურებია ჩვენს სახელმწიფოს. ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება. ჯანდაცვის პროგრამა რამდენსაც წარმოადგენდა 2012 წლისთვის, იმაზე მეტი იხარჯება მხოლოდ ონკოლოგიაზე დღეს. ხარჯი არაა ის, რაც სახელმწიფოს ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
