მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: როდესაც კლინიკა პაციენტის მიღებაზე ამბობს უარს, ჩვენ ვცდილობთ საკითხი შევისწავლოთ. რაც შეეხება ზარებს, როდესაც სასწრაფო კლინიკას უკავშირდება, ყველა ზარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვის ცნობილია
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც კლინიკა პაციენტის მიღებაზე ამბობს უარს, ჩვენ ვცდილობთ საკითხი შევისწავლოთ. რაც შეეხება ზარებს, როდესაც სასწრაფო კლინიკას უკავშირდება, ყველა ზარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვის ცნობილია

იმედი|imedinews.ge

„როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ იყო გადაცდომა.

როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უკავშირდება კლინიკას, სტანდარტული პროცედურაა, რომ ყველა ასეთი ზარი იწერება. ამის თაობაზე ცნობილია უკლებლივ ყველა ექიმისთვის, სასწრაფოს ყველა თანამშრომლისთვის. ასეთი ზარები იწერება და, ბუნებრივია, საკითხის შესწავლის პროცესში ამის თაობაზე ინფორმაციაც იყო. ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ არცერთ ექიმს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია. ამის მიმართ დავრჩებით შეურიგებლები, ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა, სადაც საქმის გარემოებები დეტალურად განიხილეს.

„გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტმა ითხოვა ჩემთან შეხვედრა. ჩამოსულები იყვნენ, შევხვდი და საკითხის ირგვლივ დეტალები დავაზუსტეთ. დოკუმენტირებულად, პრაქტიკულად ყველა გარემოების თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე. მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება, მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს უნდა თუ არა და რა ფორმას ირჩევს აღნიშნულისგან თავის დასაცავად.

მე მგონია, რომ სრული შესაძლებლობა არსებობს, ეს ინფორმაცია დეპერსონალიზებული სახით გავრცელდეს და საჯაროდაც ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის არჩევანი, რომელიც, სამწუხაროდ, თავად გააკეთა ბატონმა ჯუმბერმა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა. ამიტომ, რაც არ უნდა მაღალი ყოფილიყო აჟიოტაჟის ინტენსივობა, რეალურად არავითარი მიზეზი ასეთი აჟიოტაჟისთვის არ არსებობდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყოBM.GE
  • დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავესრუსთავი 2
  • აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდებანეტგაზეთი
მიღება →საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

იმედი

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

იმედი

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

იმედი

ლევან მაჭავარიანი  კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

იმედი