მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პენტაგონის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ირანის ომსა და იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა
პენტაგონის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ირანის ომსა და იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა

პენტაგონის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ირანის ომსა და იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრის დროს მან ირანში მიმდინარე ომისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ ისაუბრა.

თავდაცვის მდივანმა კითხვების დასმის შესაძლებლობა მიანიჭა მემარჯვენე მედიასაშუალებების, მათ შორის One America News-ის, Real America’s Voice-ისა და The Daily Wire-ის წარმომადგენლებს.

ამასთან, მან პასუხი არ გასცა NBC-ისა და სხვა მსხვილი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომლებიც პრესკონფერენციაზე კითხვების დასმას ცდილობდნენ.

პრესკონფერენციის დროს თავდაცვის მდივანი იმპიჩმენტის შესაძლო ინიციატივასაც შეეხო. მან აღნიშნულ პროცესს „ცირკი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომლებზეც თავდაცვის უწყება მუშაობს.

„ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასთანაც რეალურად გვაქვს საქმე — უზრუნველვყოთ ოპერატიული მზადყოფნა მსოფლიოს ყველა რეგიონში“, — განაცხადა ჰეგსეთმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყების მთავარი ამოცანა გლობალური სამხედრო მზადყოფნის უზრუნველყოფაა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • საქართველომ ყველა ის საკითხი ჩამოშალა, რომლის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ხვალიდან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება - მხარეები მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხებენრუსთავი 2
  • ვიმსჯელეთ ქართული პროდუქციის ჩინურ ქსელებში უფრო ცენტრალიზებულად მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილიBM.GE
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ფორმულა

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ირანსა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება — თეირანი კიბერთავდასხმებს უარყოფს

ფორმულა

ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებს

ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებს

ფორმულა

ზელენსკი დანიაში ჩავიდა

ზელენსკი დანიაში ჩავიდა

ფორმულა