მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის ელჩს - მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის ელჩს - მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის ელჩს - მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ მუსტაფა თურქერ არის საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, მისი წინამორბედი ელჩის - ალი ქაან ორბაის მიმართ კი მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს უწყების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე.

მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე წარმატებით თანამშრომლობს თურქეთის მთავრობასთან. შეხვედრაზე ერთობლივი სამომავლო გეგმებიც განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი