მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მოხალისე მეხანძრემ ფონტებლოს ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა
მოხალისე მეხანძრემ ფონტებლოს ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა

მოხალისე მეხანძრემ ფონტებლოს ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა

იმედი|imedinews.ge

მოხალისე მეხანძრემ პარიზის მახლობლად, ფონტენბლოს ტყის განზრახ დაწვა აღიარა. იქ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას უკვე მეოთხე დღეა ვერ ახერხებენ. კაცმა, რომელიც თავდაპირველად პარიზის სამხრეთით, 60 კილომეტრში მდებარე ტყეში ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად თავად გამოცხადდა, ხმელი ტოტების ასანთებად სანთებელა და ბენზინი გამოიყენა, - განაცხადა პროკურორმა დიანა ნგომსიკმა. პოლიციამ საქმეზე სულ 6 ეჭვმიტანილი დააკავა. მანამდე ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ ტყეს ცეცხლი შემთხვევით, სიგარეტის ნამწვის გადაგდებით გაუჩინა.

ხანძარმა ფონტენბლოში ​ უკვე 2000 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა. რაიონიდან 1000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ფონტენბლოს ტყე პარიზელებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია, თუმცა ბევრი დამსვენებელი უგულებელყოფს კემპინგისა და კოცონის დანთების აკრძალვას. ადგილზე მომუშავე მეხანძრეებმა ცეცხლის 2 მსხვილი კერა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მომხდარის ძირითად ვერსიად ცეცხლის განზრახ გაჩენა დასახელდა.

ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს სიცხის ახალი ტალღა, რომელსაც საფრანგეთი ამჟამად განიცდის. ქვეყნის 101 დეპარტამენტიდან 42-ში გვალვის გამო საგანგაშო, უმაღლესი დონის გაფრთხილება მოქმედებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

იმედი