მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა
მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა

მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა

იმედი|imedinews.ge

თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.

„2026 წლის 16-21 ივნისს ჩვენ ვიკრიბებით საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, დისკუსიებზე, კინოჩვენებებზე, კულტურულ აქტივობებსა და სოლიდარობის სივრცეებში, ამ გამოშვების მთავარი გზავნილის ირგვლივ: „სიყვარული ქმნის. კანონი იცავს“, - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში LGBTQI+ პირების ხილვადობის გაზრდა და მათთვის სამართლებრივი აღიარებისა და დაცვის აუცილებლობაზე ხაზგასმა. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა დროშის აღმართვის ცერემონიითა და საერთაშორისო პარტნიორების მისასალმებელი სიტყვით. ღონისძიება ეძღვნებოდა საჯარო სივრცეში არსებულ ჰომოფობიურ გამოსვლებსა და ჟესტებს. ასევე, შედგა ექსპერტების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების შეხვედრა რეგიონში LGBTQ+ უფლებების განსახილველად. ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მოთხოვნა ოჯახების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

ვრცელდება კადრები, რომ მოლდოვის პრაიდის ღონისძიებების ფარგლებში, კიშინეუს ცენტრში სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა, რომელიც კანონით მოლდოვაში კვლავ აკრძალულია.

ამასთან, სოციალისტების ოპოზიციურმა პარტიამ 20 ივნისს „ოჯახის მარში“ ჩაატარა, რომელშიც მედიის ცნობით, 3,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მისი პარტია „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი