მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მოლდოვაში რუსული „შაჰედი“ შეფრინდა და აფეთქდა
მოლდოვაში რუსული „შაჰედი“ შეფრინდა და აფეთქდა

მოლდოვაში რუსული „შაჰედი“ შეფრინდა და აფეთქდა

იმედი|imedinews.ge

მოლდოვაში რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონი შეფრინდა. ის უკრაინასთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა და აფეთქდა.

მოლდოვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატში განაცხადეს, რომ ღამის 1:03 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერზე შევიდა შეტყობინება კაუშანის რაიონის სოფელ კოპანკას გარეუბანში ნაპოვნი ობიექტის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატს ჰგავდა.

„შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოიღობა, სამართალდამცველები ყველა გარემოების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ“, - აღნიშნეს პოლიციაში.

მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საუბარია რუსულ „შაჰედის“ ტიპის დრონზე, რომელიც მოლდოვის საჰაერო სივრცეში ოდესის ოლქის ობიექტებზე რუსული თავდასხმის დროს შეფრინდა.

„ეს ახალი ინციდენტი მოლდოვის საჰაერო სივრცის სერიოზული და მიუღებელი დარღვევაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეებისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“, - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

იმედი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

იმედი