მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მოლდოვის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა
მოლდოვის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა

მოლდოვის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა

იმედი|imedinews.ge

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 ივნისის ღამეს ქვეყნის საჰაერო სივრცე დრონმა დაარღვია, მისი ჩამოვარდნის ადგილზე არსებული კვალი კი იმაზე მიუთითებს, რომ აპარატი აფეთქდა.

განცხადების თანახმად, 00:20 საათზე, ეროვნული არმიის სათვალთვალო სისტემებმა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სისტემებმა დააფიქსირეს უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მოლდოვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიხაილოვკა-ლოპატნას დასახლებული პუნქტების რაიონში.

დასახლებულ პუნქტ ლოპატნასთან ახლოს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

„აღმოჩენილი ნამსხვრევები მოწმდება საფრენი აპარატის წარმომავლობისა და ინციდენტის გარემოებების დასადგენად. აღვნიშნავთ, რომ ამ ღამით მოხდა რუსეთის მასირებული თავდასხმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით“, - განაცხადეს სამინისტროში.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პასუხისმგებელი ორგანოები შემთხვევის დოკუმენტირებას და სიტუაციაზე დაკვირვებას აგრძელებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი