მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „მომავლის მომზადების ცენტრის ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია
„მომავლის მომზადების ცენტრის ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია

იმედი|imedinews.ge

კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია, მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის, - განუცხადა „იმედის კვირას“ „მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარმა რიჩარდ შენკემ.

მისი თქმით, მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია.

„კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია, მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის. მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს, ყველას ეჭვის თვალით უყურებენ, მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვა არ არსებობს, აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია. ძალიან მძიმე ვითარებაა, იქნება ეს ევროკომისია თუ ევროპარლამენტი. ევროპარლამენტში მკაცრად აკონტროლებენ თუ ვის მიეცემა აკრედიტაცია, ძალიან მარტივად განგიცხადებენ უარს“, - აღნიშნა მან.

რიჩარდ შენკემ „იმედის კვირასთან“ ასევე ისაუბრა ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც „მომავლის მომზადების ცენტრს“ (MCC) ცოტა ხნის წინ რეგისტრაცია შეუჩერდა.

„ევროპის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ განგვიცხადა, რომ ჩვენ რეგისტრაციაში უზუსტობები აღმოაჩინა, სწორედ ეს არის ოფიციალური საბაბი. ეს საქმე მიმდინარეა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ სასაცილო ბრალდების წინააღმდეგ ბრძოლას.

ამ დოკუმენტს რომ გაეცნობით, ნახავთ, ის სავსეა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. ასევე აცხადებენ, რომ ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტაცია არ გვქონდა შესაბამისად მომზადებული, რომელიც მათ მიერ სარჩელის შეტანის მომენტში უკვე გამოსწორებული იყო, შესაბამისად ყოვლად უსაფუძვლოა. ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენს წინააღმდეგ საქმის წარმოება არ შეწყვიტა“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი