მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Montran: ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე და მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან
Montran: ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე და მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან

Montran: ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე და მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან

იმედი|imedinews.ge

წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Montran-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) განახლებული სისტემის დანერგვას ეხმიანება.

როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განახლებული სისტემა (RTGS) წარმატებით დანერგა. პროექტი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ეფექტიანობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას.

განახლებული ავტომატური გადარიცხვების სისტემა (ATS) სრულად შეესაბამება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს გადახდების დროის რეალურ რეჟიმში დამუშავებასა და 24/7 რეჟიმში უწყვეტი ფუნქციონირების შესაძლებლობა აქვს. ახალი პლატფორმა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლიკვიდობის მართვის შესაძლებლობებს, ზრდის ოპერაციულ მდგრადობას, რაც ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საფინანსო ეკოსისტემის მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ. აღნიშნული განახლება აძლიერებს საგადახდო ინფრასტრუქტურის მდგრადობას,გაზრდილი გადახდების ნაკადის ეფექტიანად დამუშავების შესაძლებლობასა და სამომავლო გამოწვევებისადმი მზაობას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტექნოლოგიურ პარტნიორ Montran-თან თანამშრომლობით განახორციელა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კიტ ესკას შეფასებით, განახლებული სისტემა მხარეებს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგია.

„ეს პროექტი Montran-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ორ ათეულ წელზე მეტი ხნის სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია. ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით თანამედროვე, მდგრად და სამომავლო გამოწვევებისთვის მზა საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს“, - განაცხადა კიტ ესკამ.

საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების პროცესს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას.

Montran-ი გადახდებისა და კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერია. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიოს მოწინავე ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას, ხოლო მისი სისტემები დანერგილია და წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • "კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადებაBM.GE
  • ესპანეთის მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სეუტაში შექმნილ ვითარებას დაუყოვნებლივ უპასუხოს - პედრო სანჩესირუსთავი 2
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
სრულად →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იმედი

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

იმედი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

იმედი