მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Moody's: ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა
Moody's: ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა

Moody's: ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკის ძლიერი მაჩვენებლები ამცირებს შიდა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ რისკებს, რაც პერსპექტივის გაუმჯობესების საფუძველია. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას. ,,ჩვენი მოლოდინით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კვლავ ძლიერი იქნება, რასაც ხელს უწყობს ყოვლისმომცველი ეკონომიკური აქტივობა, შიდა მოხმარება და ინვესტიციები. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა კვლავაც გააძლიერებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მისი როგორც შუა დერეფნის როლი, ხელს შეუწყობს როგორც რეგიონიდან, და სხვა ქვეყნებიდან, საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას. ამ ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა“, - წერს Moody's. Moody's აღნიშნავს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთი რეკომენდაცია უკვე შეასრულა. ,,მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელდა. მათ შორისაა: ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი საბჭოს წევრების უმრავლესობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური გადარიცხვების შეზღუდვა და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ასევე მუშაობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც გადაწყვეტილებების კოლეგიური მიღების მოდელის დანერგვას და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის გაძლიერებას ითვალისწინებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად”, - ნათქვამია Moody's Ratings-ის ანგარიშში. Moody's-ის შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ფისკალური დისციპლინა და სახელმწიფო ვალის შემცირება ქვეყნის საკრედიტო მდგრადობას კიდევ უფრო აძლიერებს. სააგენტომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი