მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო
MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო

MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო, - წერს ამერიკული გამოვემა MS Now ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

თვეების განმავლობაში ტრამპი ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს თითქოს მეტოქე კონკურსანტებივით ეპყრობოდა - თანაშემწეებსა თუ დონორებში მათ შესახებ აზრს იკვლევდა და ორივეს სავარაუდო მემკვიდრედ განიხილავდა ისე, რომ საკუთარ არჩევანს არ ამჟღავნებდა.

თუმცა, როგორც 2028 წლის საპრეზიდენტო რბოლაზე ტრამპის კერძო საუბრებში ჩახედული ხუთი წყარო იუწყება, ბოლო კვირებში ეს მიდგომა შეიცვალა.

„განწყობა ასეთია: „ჯეი დი ჩვენი კაცია და მას გვერდით უნდა დავუდგეთ“, - აცხადებს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ის ერთ-ერთია იმ წყაროებიდან, რომლებმაც კერძო საუბრების დეტალებზე ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, ტრამპმა ბოლო დროს იმის აღნიშვნაც დაიწყო, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტი შესანიშნავად გამოიყურება. „მსგავს რეპლიკებს ის უკვე ხშირად იმეორებს“, - დასძინა მან.

თავად ის ფაქტიც სადავოა, იდგა თუ არა ტრამპი ოდესმე რეალურად ვენსსა და რუბიოს შორის არჩევანის წინაშე. ორივე პოლიტიკოსის გუნდში ამტკიცებენ, რომ მათ შორის არსებული მეტოქეობა გადაჭარბებულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდარუსთავი 2
  • ვინ არის ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის იულე მადისე?BM.GE
  • ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩიაფორმულა
  • პუტინს ეშინია, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას "ჩამოახრჩობენ" - The Economist-ი რუსეთის პრეზიდენტის შიშებზე წერსტვ პირველი
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს