მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩია
ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩია

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩია

ფორმულა|formulanews.ge

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი ულე მადისე აირჩია.

ფარული კენჭისყრის შედეგად მადისემ 71 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 78 დეპუტატმა მიიღო. შვიდი ბიულეტენი დაუმტკიცებელი დარჩა, ბათილად არცერთი ბიულეტენი არ ცნობილა.

პრეზიდენტად ასარჩევად კანდიდატს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 68 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლო. იმედი მაქვს, რომ ერთმანეთის გაგებით, საჭიროების შემთხვევაში მწვავე კამათით, მაგრამ ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთად ბევრის გაკეთებას შევძლებთ ესტონეთისთვის, რათა ქვეყანა ბედნიერი, კარგი და უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა მადისემ დეპუტატების წინაშე.

51 წლის ულე მადისე განათლებით იურისტია. მას სხვადასხვა დროს უმუშავია იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და პრეზიდენტის მრჩევლად. 2015 წლიდან ის ესტონეთის სამართლის კანცლერის თანამდებობას იკავებს.

მადისეს პრეზიდენტობის კანდიდატად 75-მა დეპუტატმა წარადგინა. ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას 12 ოქტომბერს, პარლამენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენას შემოდგომაზე გეგმავსBM.GE
  • პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ფორმულა

ევროკავშირი სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო შეღავათების დროებით ამოქმედებას მხარს უჭერს

ევროკავშირი სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო შეღავათების დროებით ამოქმედებას მხარს უჭერს

ფორმულა

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

ფორმულა

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ფორმულა