მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის“, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

„ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.

მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს

იმედი

Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

იმედი

გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას

გიორგი შანიძე:  ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა