მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო მშვიდობისა და განვითარების კუნძულია - შალვა პაპუაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენებით წარდგა
მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო მშვიდობისა და განვითარების კუნძულია - შალვა პაპუაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენებით წარდგა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა. ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) ქ. პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.

შალვა პაპუაშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობას.

მისი თქმით, მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო მშვიდობისა და განვითარების კუნძულია.

შალვა პაპუაშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული.

პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი