მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მცხეთაში 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს
მცხეთაში 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს

მცხეთაში 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მცხეთაში მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წელს ეს დღესასწაული მთელი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან 26 მაისის საზეიმო პროგრამა საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება. ამ საერთო ეროვნული ზეიმის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მერიის ორგანიზებით, ისტორიულ დედაქალაქში ხვალ მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართება.

26 მაისს, 12:00 საათიდან, მცხეთის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე აკეთებს - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორები სპეციალურ სივრცეში ჩაატარებენ გულ-ფილტვის რეანიმაციის დემონსტრაციას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ პირველადი დახმარების წესები შეისწავლონ. იქვე წარმოდგენილი იქნება სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა და სამედიცინო მოტოტრანსპორტი.

განსაკუთრებული პროგრამა იგეგმება პატარა სტუმრებისთვის, რათა ეს დღე მათთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცეს. ინტერაქტიულ კარავში - „პატარა ექიმები“ - ბავშვები სამედიცინო ფორმებს მოირგებენ, თამაშ-თამაშით გაეცნობიან ექიმის პროფესიას და ისწავლიან, როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, პატარებს მთელი დღის განმავლობაში ელოდებათ მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები და შემოქმედებითი ვორქშოპები.

მცხეთაში საზეიმო პროგრამა კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს

გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება