მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მცხეთაში ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი
მცხეთაში ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი

მცხეთაში ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი

იმედი|imedinews.ge

მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მცხეთა, როგორც ქვეყნის ისტორიული ცენტრი, მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მასპინძლობს. წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ ისტორიულ კონტექსტსაც ატარებს, რადგან ქვეყანა გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საგანგებოდ ამ დღისთვის, ისტორიულ დედაქალაქში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.

მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან უამრავი მოქალაქე იკრიბება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ჩაერთონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ ინტერაქტიურ პროგრამებში.

განსაკუთრებული აქტივობითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა ბავშვების ზონა, სადაც პატარები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში და თამაშში. იქვე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში - „პატარა ექიმები“ - ბავშვები სამედიცინო ფორმებს ირგებენ, თამაშით ეცნობიან ექიმის პროფესიას და სწავლობენ - როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, დიდი ინტერესია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სივრცის მიმართ, სადაც მოქალაქეები გულ-ფილტვის რეანიმაციისა და პირველადი დახმარების წესებს ეუფლებიან.

სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო და შემეცნებით სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ოფიციალური პირებიც სტუმრობენ. ადგილზე იმყოფებიან: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი.

მცხეთაში საზეიმო პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი