მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს
მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებოდით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან ზაუტაშვილთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობაც დაათვალიერა და სამუშაოების პროგრესსა და ტემპს გაეცნო.

ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება და სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„ასევე შევაფასეთ მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი. გვაქვს იმედი, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.

მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • საგარეჯოს შემოვლით გზაზე აღდგენითი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდებაBM.GE
  • ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალიარუსთავი 2
  • მოძრაობა "მე მიყვარს საქართველო" რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებსტვ პირველი
  • ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატსფორმულა
მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე

არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე

იმედი

დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელებს შეხვდა

იმედი

ლევან მაჭავარიანი მაკრონის მიერ კობახიძის მიწვევაზე: ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაჩქარდება

საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა

იმედი