მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს
ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს

ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს

ფორმულა|formulanews.ge

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებას.

"რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ 2008 წლის ომი საქართველოს მთავარსარდალმა 7 აგვისტოს დაიწყო, არის ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციისა და დაჩქარებული ტემპით მიმდინარე ანექსიის პროცესის პირდაპირი პოლიტიკური გამართლება; ასევე, ზუსტად ის, რასაც რუსეთი თავის ოფიციალურ განცხადებებში აჟღერებს. ეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაუფარავ და პირდაპირ ღალატს.

სიმბოლურია, რომ ბატონი კობახიძის ეს მოღალატური განცხადება გაკეთდა საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირების მემორიალზე, რითაც მან მათ, ისევე როგორც საქართველოსთვის მებრძოლ ყველა პატრიოტს, შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს მოღალატური ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოში იმ რუსული გეგმის რეალიზაციას, რომლის მიზანი არა მხოლოდ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის ხელშეწყობაა, არამედ ასევე მიმართულია იმ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვისკენ, სადაც რუსეთის ფედერაცია უკვე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის შერაცხული როგორც აგრესორი, უკანონო ოკუპანტი და ეთნიკური წმენდის განმხორციელებელი სახელმწიფო.

„ქართული ოცნების“ უკანონო რეჟიმის ეს მოღალატური განცხადება ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომავალში როგორც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივებს, ისე მთლიანად საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს მოვუწოდებთ, საკადრისად დაგმონ რეჟიმის ეს მოღალატური ქმედება, მეთოდები და მიზნები.

ჩვენი, როგორც საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების, ვალია, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა არ დავუშვათ რუსეთის მიერ მართული, ოკუპაციის გამამართლებელი მოღალატური რეჟიმის მიერ საქართველოში პუტინის გეგმის რეალიზაცია.

არა ოკუპაციას!

არა ოკუპანტ რუსეთს!

არა ოკუპანტთან კოლაბორაციაში მყოფ მოღალატურ რეჟიმს!

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა:"რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოშიიმედი
  • მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
კობახიძე →მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ფორმულა

კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

ფორმულა

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

ფორმულა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

ფორმულა