მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა

იმედი|imedinews.ge

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა. ბანაკის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ თეორიული ცოდნა მიიღეს და სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებაში ჩაერთნენ.

ახალგაზრდები დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნენ ბიომრავალფეროვნების, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხის, კატასტროფების რისკის შემცირების, საფრთხის შეფასებისა და რისკების განსაზღვრის საკითხებს.

მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებისა და დაკვირვების სისტემების შესახებ, რომლებიც ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების მიზნით გამოიყენება.

მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი საკითხებისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, მონაწილეებს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმაროს და დააინტერესოს იმ სფეროებით, სადაც დღეს და მომავალში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნილება მაღალია.

ბანაკის დასასრულს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„მწვანე ბანაკი ახალგაზრდებისთვის მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა არ არის - ეს არის გამოცდილება, რომელიც მათ გარემოსდაცვით საკითხებზე ფიქრსა და პასუხისმგებლობის გააზრებას ასწავლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დიდი ინტერესი და ჩართულობა. მათ შეისწავლეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, გაეცნენ ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება. გვჯერა, რომ ბანაკში მიღებულ ცოდნას ისინი საკუთარ გარემოში გაავრცელებენ და თავადაც გახდებიან ცვლილებების ინიციატორები. სწორედ ასეთი ახალგაზრდების გაძლიერებაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი“, - აღნიშნა თამთა დევდარიანმა.

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • "კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობსრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
  • საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვისBM.GE
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვი ენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში

არჩილ გორდულაძე დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი