მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება
მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება

მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება

იმედი|imedinews.ge

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია, რომ აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებს სრულად მოუწესრიგდეთ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც წლების განმავლობაში იდგნენ.

„მუხიანის აგარაკებზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. არ არსებობდა არავითარი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა. იყო გრუნტის გზა და წვიმიან ამინდში გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო. არ არსებობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვინაიდან საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ავტობუსი და მიკროავტობუსი გადაადგილებას ვერ შეძლებდა. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ მოხდებოდა აღნიშნული დასახლების დაქსელვა და უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. გაკეთდა ცენტრალური წყალარინების ქსელი და ეტაპობრივად ხორციელდება კონკრეტული ქუჩების და ჩიხების დაქსელვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი სამუშაოები ამჯერად კალოუბნისა და მუხის ქუჩებზე დაიწყო. როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების შედეგად ტერიტორიაზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, რისთვისაც, დაახლოებით, ორი მლნ ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერის ინფორმაციით, წყალარინების ქსელის მოწყობა დაგეგმილია ერთობისა და განთიადის ქუჩებზეც, რაზეც სამუშაოების შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

გარდა ამისა,კახა კალაძემ აღნიშნა, გლდანის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ათამდე ქუჩაზე ახორციელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი