მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლის არსებულ მდგომარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება. ჩატარებული ბაზრის კვლევის შემდეგ, ფონდი უკვე ამზადებს ტენდერისთვის ტექნიკურ დოკუმენტაციას სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციის მიზნით.

პროექტის ფარგლებში განახლდება სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემები, მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოეწყობა სპორტული მოედანი.

პროექტის განხორციელების შედეგად, თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) მოსწავლეები და პედაგოგები ისარგებლებენ უსაფრთხო, ენერგოეფექტური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოთი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

იმედი

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი