მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის საპროექტო მომსახურებას კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო „მეტრიკი“ ახორციელებდა. მიუხედავად ფონდის მხრიდან არაერთი სამუშაო შეხვედრის, სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო საჭირო პროგრესისა და შედეგის მიღწევა, რის გამოც ფონდმა ხელშეკრულება შეწყვიტა.

პროექტის მნიშვნელობიდან და მისი დროულად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება საპროექტო მომსახურების ხელშეკრულება, განმეორებითი კონკურსის გამოცხადების გარეშე, გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც ამჟამად ახორციელებს მსგავსი ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს. ფონდსა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთი ძირითადი და ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მორგებული (მიბმის) საპროექტო გადაწყვეტის მომზადებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს პროექტირების პროცესის უწყვეტობას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვასა და სამუშაოების ოპერატიულად გაგრძელებას.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გურჯაანში დაგეგმილია 1 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს დიდ და საბავშვო საცურაო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს, ასევე დარბაზებს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის.კომპლექსი ასევე მოიცავს მედიათეკას, ქორეოგრაფიის, სახელოვნებო, ფოლკლორისა და უცხო ენების სივრცეებს, STEM-კლუბს, მცირე სცენურ დარბაზს, მრავალფუნქციურ ღონისძიებების სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფო პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას. თითოეულ პროექტზე ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების დაცვა წარმოადგენს ფუნდამენტურ მოთხოვნას და სამინისტრო ყველა პარტნიორისგან სწორედ ამ სტანდარტით მოქმედებას ელოდება.

ფონდი მომავალშიც გამოიყენებს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს, რათა პროექტები განხორციელდეს ხარისხიანად, პასუხისმგებლობითა და მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების სრული დაცვით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი