მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“
N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“

N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“

იმედი|imedinews.ge

თბილისის N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“.

ტრენინგი „თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტოს“ მიერ განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას სააგენტოს დირექტორი თენგიზ ფოფხაძე ესწრებოდა.

აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის მნიშვნელოვანი სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობას, ოჯახების გაძლიერებასა და მშობლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

პროექტი მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და პრაქტიკული რეკომენდაციები გამოწვევების ეფექტიანად მართვისთვის.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: რთული ქცევის გამომწვევი მიზეზების ამოცნობა და ანალიზი; ქცევის მართვის ეფექტური ტექნიკები და კონსტრუქციული მიდგომები; გაჯეტდამოკიდებულების პრევენცია და ეკრანთან გატარებული დროის ჯანსაღი მართვა; ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი სირთულეების დაძლევის პრაქტიკული გზები და რეკომენდაციები.

ტრენინგს უძღვებოდნენ სააგენტოს ფსიქოლოგები, რომლებმაც მშობლებს კვალიფიციური რჩევები და პრაქტიკული ინსტრუმენტები გაუზიარეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სააგენტოს ფსიქოლოგებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გაევლოთ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსგავსი შეხვედრები მათ ეხმარება, უკეთ გაიგონ შვილების საჭიროებები და ყოველდღიურ გამოწვევებს უფრო მარტივად გაუმკლავდნენ. „თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტო“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი სოციალური პროექტების განხორციელებას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი პატარების კეთილდღეობასა და ჯანსაღ განვითარებას“, - განაცხადა თენგიზ ფოფხაძემ.

პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება თბილისის ყველა, 190-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში გამართულ ტრენინგებს 3 500-ზე მეტი მშობელი დაესწრო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი