მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნანა კაკაბაძე ევრობიუროკრატებზე: მათთვის მათ მიერვე მეინსტრიმულად გამოცხადებული ისეთი მედიია მისაღები, რომელიც პროპაგანდას უწევს ომებს, ძალადობას, ლგბტ მოძრაობას, პრაიდებს, ტრანსგენდერებს, ათეიზმს და მრავალ სხვა უკუღმართობასა და ბოროტებას
ნანა კაკაბაძე ევრობიუროკრატებზე: მათთვის მათ მიერვე მეინსტრიმულად გამოცხადებული ისეთი მედიია მისაღები, რომელიც პროპაგანდას უწევს ომებს, ძალადობას, ლგბტ მოძრაობას, პრაიდებს, ტრანსგენდერებს, ათეიზმს და მრავალ სხვა უკუღმართობასა და ბოროტებას

ნანა კაკაბაძე ევრობიუროკრატებზე: მათთვის მათ მიერვე მეინსტრიმულად გამოცხადებული ისეთი მედიია მისაღები, რომელიც პროპაგანდას უწევს ომებს, ძალადობას, ლგბტ მოძრაობას, პრაიდებს, ტრანსგენდერებს, ათეიზმს და მრავალ სხვა უკუღმართობასა და ბოროტებას

იმედი|imedinews.ge

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. კაკაბაძე ეხმიანება საკითხს, როგორ ეპყრობიან ევროპულ ღირებულებებს ევროსტრუქტურებში.

„ქართული ტელევიზიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ არ შეუშვეს მოლდოვის ტერიტორიაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად.

მიზეზად დაასახელეს მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ გაურკვეველი და ბუნდოვანი კანონი. თანაც უთხრეს, დამატებით განმარტებებს ვერ გავაკეთებთო.

პრინციპში უკვე აღარც გვიკვირს, როდესაც დღევანდელი დეგრადირებული ევრო-სტრუქტურები ასე აკნინებენ ევროპულობისა და დემოკრატიის იდეებს. მათ სწორედ ასე, საბჭოურ სტილში ესმით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

მათი გაგებით, მხოლოდ მათთვის მისაღები, მათ მიერვე მეინსტრიმულად გამოცხადებული ისეთი მედიაა მისაღები, რომელიც პროპაგანდას უწევს ომებს, ძალადობას, ლგბტ მოძრაობას, პრაიდებს, ტრანსგენდერებს, ათეიზმს ასევე მრავალ სხვა უკუღმართობასა და ბოროტებას.

კეთროვნებად აცხადებს მათ მიერ კულტივირებული იდეოლოგიის მოწინააღმდეგეებს.

მარტო ის რად ღირს, რომ მათი ტელე პროპაგანდის საშუალებები დაცინვის და დაგმობის ობიექტებად აცხადებენ ყველას, ვისაც ანომალიად და არანორმალურად მიაჩნია ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სქესის შეცვლის მანიპულაციები.

ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ასეთებს არა მხოლოდ კარიერულ წინსვლაში, არამედ, უბრალოდ, სამსახურის შოვნაშიც აქვთ სერიოზული პრობლემები და იძულებული არიან ისევე დამალონ თავისი ანტი ელგბტური განწყობები, როგორც საბჭოთა მოქალაქეები მალავდნენ თავის ანტისაბჭოთა პოზიციებს.

ევროპელი მედია პროპაგანდისტები ვერ ბედავენ ღიად და მწვავედ დაგმონ საერთაშორისო ნორმების ისეთი აშკარა დარღვევები, როგორიც არის ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე პატარა სახელმწიფოს მეთაურის და მისი მეუღლის გატაცება პირდაპირ პრეზიდენტის სასახლიდან ან ახლო აღმოსავლეთში ისრაელის თუ აშშ-ს აგრესიული სამხედრო ქმედებები, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება მოსდევს შედეგად.

მათთვის იმის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია, რომ იმ ტელევიზიებს შეუზღუდონ ევროსტრუქტურებში მუშაობა, რომლებიც მასობრივ ძალადობებს ამართლებენ, თუ ეს ტელევიზიები აშშ-ში ან ისრაელში ფუნქციონირებენ.

გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის დასაგმობი და მიუღებელია ამერიკული „ფარას“ კანონის გადმოქართულებული ვარიანტის მიღება საქართველოში.

იგივენი კრინტს ვერ ძრავენ ამ კანონის მიუღებლობაზე აშშ-ში.(ასეთია მათი დამოუკიდებლობის ხარისხი და სიტყვის თავისუფლების სტანდარტი დღეს).

ჩვენს თვალწინ ხდება, როდესაც ქართული პოლიცია პროპორციულ ან თუნდაც ზოგჯერ გადაჭარბებულ ძალას იყენებს პროტესტში მონაწილე კრიმინალების მიმართ, დასავლური მედია ცდილობს ეს ფაქტები ლამის ხელისუფლების დამხობის წინაპირობად შეასაღონ მსმენელს, ხოლო ევროპაში და აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების გაცილებით უფრო სასტიკ დარბევებს ჩვეულებრივ ამბად და ცალკეულ გადაცდომებად წარმოაჩენენ.

დასავლური მედიის ფარისევლობის კლასიკური მაგალითი იყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანეთის სამეფო საოპერო თეატრის მიერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნისა იმ ინტერპრეტაციით, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებას ის დაუპატიმრებია მხოლოდ იმისთვის, რომ მას საპროტესტო აქციაზე უმღერია.

ან დაგვემორჩილეთ, ან დაგიპყრობთ!

საქართველოს მიმართ ევრო ბიუროკრატიის და მისი მეინსტრიმული მედიის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება.

ევროპული ღირებულებებისაგან დაცლილ ასეთ სტრუქტურაში არც მიგვიღებენ და არც უნდა გვინდოდეს რომ მიგვიღონ!“, - წერს ნანა კაკაბაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნარუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობა →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი