მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნანა კაკაბაძე: ვინმე თაზო დათუნაშვილი თურმე პოლიტიკოსი ყოფილა, თანაც „ლელოს“ წევრი, რამდენჯერმე ტელევიზორშიც გამოჩენილა. ეტყობა, ამის შედეგად თავი რაღაცად ჩაუთვლია და ჰგონებია, რომ სხვისი შეურაცხყოფით კიდევ უფრო დიდ „ვინმედ“ წარმოაჩენდა თავს
ნანა კაკაბაძე: ვინმე თაზო დათუნაშვილი თურმე პოლიტიკოსი ყოფილა, თანაც „ლელოს“ წევრი, რამდენჯერმე ტელევიზორშიც გამოჩენილა. ეტყობა, ამის შედეგად თავი რაღაცად ჩაუთვლია და ჰგონებია, რომ სხვისი შეურაცხყოფით კიდევ უფრო დიდ „ვინმედ“ წარმოაჩენდა თავს

იმედი|imedinews.ge

თაზოსებრთა ანატომიისათვის, - ამ სათაურით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის აღნიშნავს, ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ თაზო და მისნაირები დემოკრატებისა და მედასავლეთეების როლს ირგებენ და გვასწავლიან, რომ ადამიანის გარეგნობაზე თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით სხვისი ბულინგი სწორედ დასავლური ღირებულებაა.

„ვინმე თაზო დათუნაშვილი თურმე პოლიტიკოსი ყოფილა, თანაც „ლელოს“ წევრი, რამდენჯერმე ტელევიზორშიც გამოჩენილა. ეტყობა, ამის შედეგად თავი რაღაცად ჩაუთვლია და ჰგონებია, რომ სხვისი შეურაცხყოფით კიდევ უფრო დიდ „ვინმედ“ წარმოაჩენდა თავს. ამისათვის ერთი დეპუტატი ამოურჩევია, რომელიც რატომღაც დაბალ ღობედ მიუჩნევია და უბრძანებია: „ზეზეული გვამი შარმანაშვილი, თურმე კაცი ყოფილა შარმანაშვილი, კაცი და ქართველი ყოფილა და შეურაცხყოფას ვერ ითმენს თენგიზა შარმანაშვილი“.

მართალია, ამ მდაბიო კაცუნას უკვე საკადრისი პასუხი გასცეს თენგიზ შარმანაშვილის თანაპარტიელებმა, მაგრამ თენგიზთან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ნაცნობობა და ეროვნულ მოძრაობაში თანამებრძოლობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა ამ ადამიანისა და მისი ლანძღვით თავის წარმოჩენის მსურველი თაზოს შესახებ.

როდესაც თაზოსნაირ გოგო-ბიჭებს ვუყურებ, თავი კიტრად რომ მოაქვთ, სულ ვცდილობ წარმოვიდგინო, ესენი რომ 70-80-იანი წლების ჩვენი თაობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, ბუჩქებში იქნებოდნენ შემძვრალები თუ პარტიისა და კომკავშირის აქტივისტების გვერდით მასობრივი ეროვნული მოძრაობის ფესვებთან მდგარებს დაგვიპირისპირდებოდნენ?აი, თენგიზ შარმანაშვილმა მაშინ ეროვნულების გვერდით დგომის გზა აირჩია და საკუთარი თავისუფლების თუ ჯანმრთელობის დათმობის რისკის ფასად დაუპირისპირდა კონფორმისტ კომკავშირელებს, რომელთა შორის მაშინ თაზოს დღევანდელი ლიდერი მამუკა ხაზარაძეც იყო.

კარგი, ღმერთმა ისე განსაჯა, რომ თაზო და მისნაირები სხვა დროს დაიბადნენ და ვერ მოვახდენთ მათი მოქმედების სავარაუდო პროეცირებას 80-იან წლებთან, მაგრამ ამ გოგო-ბიჭებმა თავიანთ მშობლებს მაინც ჰკითხონ, შარმანაშვილი და მისნაირები რომ კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდნენ, თქვენ იმ დროს სად იყავით, რას აკეთებდითო? ალბათ ბევრი ასეთის მშობელი ღრმად ამოიოხრებს და უპასუხებს - „მე მომკლეს, შვილო“-ო.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ თაზო და მისნაირები დემოკრატებისა და მედასავლეთეების როლს ირგებენ და გვასწავლიან, რომ ადამიანის გარეგნობაზე თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით სხვისი ბულინგი სწორედ დასავლური ღირებულებაა, ხოლო სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება (თუნდაც მამის ტოლი კაცისთვის „თენგიზას“ დაძახება) - კაცობა. ცალკე აღებულ ალბათ ვინმე თაზოზე ამდენი დროის დახარჯვა სწორი არ იქნებოდა, რომ „თაზოობა“ ზოგადი მოვლენა არ იყოს ჩვენს ყოველდღიურობაში.

არადა, სწორედ თაზოსნაირებზე ამბობდა ჩვენი ერის სულიერი მამა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში: „ლანძღვა-გინება უმართებულო საქციელია და მარტო მლანძღველის სიბრიყვეს მოასწავებს. სიბრიყვე კი ავზნეობის ნიშანი კი არ არის, გაუზრდელობის, გაუწურთვნელობის საქმე“, - წერს ნანა კაკაბაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს - დაკავებულია 1 არასრულწლოვანიფორმულა
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
თავს →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა