მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება
ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება

ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება

იმედი|imedinews.ge

ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება, - აღნიშულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, 2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა. შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის.

„2026 წლის 1 ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, რისი მიზანიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.

2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა. შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულაციები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წლებში ახორციელებენ ნაოსნობას, ან მგზავრთა გადაყვანას. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს. რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს.

რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მცურავი საშუალება (კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები და სხვა).

იმავდროულად, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა მხოლოდ სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრს აქვს აღიარებული.

2025 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელებისთვის მოქმედებს გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პერიოდულად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს. ამ დროისთვის შიდა სახმელეთო წყლების გემების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო შესაბამისი მართვის სერტიფიკატი 38-მა ფიზიკურმა პირმა აიღო.

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას“, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს

The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს

The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან

მიხეილ სააკაშვილი: ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში

მიხეილ სააკაშვილი: ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში

იმედი