მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა: სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს
ნათია თურნავა: სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს

ნათია თურნავა: სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს

იმედი|imedinews.ge

საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს მომხმარებელს ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ახალი პლატფორმა კიდევ ერთი ნაბიჯია ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის, მომხმარებელთა უფლებებისდაცვის და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარების მიმართულებით, რაც ეროვნული ბანკის პრიორიტეტია.

„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ინიციატივაც - საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების ახალი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, ერთიან სივრცეში, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე მოიძიოს, შეადაროს და შეაფასოს ბაზარზე მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ტარიფები და საკომისიოები, ასევე სხვადასხვა ბანკში დეპოზიტებზე შეთავაზებული საპროცენტო სარგებლიდან შეარჩიოს დანაზოგის განთავსების ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პლატფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კონკურენტული გარემოს გაძლიერებაში, რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე სამართლიანი და ეფექტიანი ბაზრის განვითარებას.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი პლატფორმა, რომელზეც მუშაობა ორი წლის წინ ევროკავშირის დირექტივების შესრულების პროცესში დაიწყო, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედი მსგავსი პლატფორმები შესწავლისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა.

„გვჯერა, რომ ეს იქნება პრაქტიკული და ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი მომხმარებლებისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისკენ, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფინანსური გადაწყვეტილებები სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

იმედი

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება