მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ფინანსურ სექტორში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ნათია თურნავამ თურქეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაკროეკონომიკური გარემო და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და საფინანსო სექტორის მდგრადობის მნიშვნელობაზე.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში წარმატებით ოპერირებენ თურქული ბანკები, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას ემსახურება. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი პოტენციური პროექტები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი