მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბაზელში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 96-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ცნობილ ეკონომისტებს აერთიანებს. წლიური ასამბლეის ფარგლებში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში, BIS-ის გენერალურმა მენეჯერმა ასამბლეის მონაწილეებს ბანკის წლიური ეკონომიკური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გლობალური მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს დაეთმო. ასევე, მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ციფრული რისკების მართვისა და ინოვაციური პროდუქტების უსაფრთხოდ ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.

„ბაზელის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ბანკის გლობალურ საფინანსო პროცესებში აქტიურ ჩართულობას და პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან გამოცდილების გაზიარებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი დაესწრო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი