მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სომხეთის ცენტრალური ბანკისა და „ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ (RBWC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „ცენტრალური ბანკების წინაშე არსებული გამოწვევები მზარდად ფრაგმენტირებულ საერთაშორისო მონეტარულ სისტემაში“. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობაზე, ინფლაციის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე გეოპოლიტიკური რისკებისა და მზარდი გლობალური გაურკვევლობის გავლენაზე მონეტარულ პოლიტიკაზე.

როგორც სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო წლებში შეძლო როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო ფასების სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ამ შედეგს საფუძვლად დაედო როგორც ეროვნული ბანკის ფრთხილი და წინმსწრები მონეტარული პოლიტიკა, ისე პასუხისმგებლობიანი ფისკალური პოლიტიკა. სწორედ ასეთი კოორდინაცია ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ინვესტორთა ნდობის განმტკიცების საფუძველს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რაც ზრდის გადაწყვეტილებების პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას და რისკების უკეთ შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ინფლაციის თანამედროვე გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ცენტრალურ ბანკებს სულ უფრო ხშირად უწევთ ისეთი შოკების პირობებში მუშაობა, რომლებიც ერთდროულად მოქმედებს როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე.

„ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება