მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო
„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.

როგორც მეგრელიშვილი იხსენებს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის გამოჩენით, ხალხში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტის გარდა, უკვე იმედი გაჩნდა, ხოლო, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, რომელიც იმ დროს კონცერტებს ატარებდა, მან დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდებს შორის მხარდაჭერის გაზრდაში.

მისივე თქმით, ბერა ივანიშვილი კეთილი, წარმატებული და უშუალო ახალგაზრდა იყო, რომლის მხარეს ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გადავიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტებიც უკვე უძლური იყო.

„მანამდე ოპოზიცია რაც იყო, იყო დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ადვილად ამარცხებდა, მაგრამ, ივანიშვილი იმდენად მითოსური ფიგურა იყო, ის რომ შემოვიდა პოლიტიკაში, არამარტო გაჩნდა პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც ისედაც იყო და არ აკლდა, არამედ, უკვე იმედი გაჩნდა - ეს, არა მარტო დაგვამარცხებინებს სააკაშვილს, არამედ, უკეთეს მომავალს შექმნისო - ასეთი განცდა გაჩნდა. მის წინააღმდეგ „ნაციონალების“ მთავარი ხაზი ის იყო, რომ ის იყო რუსული პროექტი და ვინც არ უჭერდა ბიძინა ივანიშვილს მხარს, რუსულ პროექტს ჯობია, ისევ სააკაშვილის ხელისუფლება იყოს - დაახლოებით ასეთი ლოგიკა იყო, მაგრამ, ბერა, რომელიც ახალგაზრდა იყო, იმ პერიოდში ნანუკა ჟორჟოლიანმა ძალიან გააპიარა, კეთილი ბიჭის სახელი ჰქონდა, უშუალო ადამიანი იყო ძალიან და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, ბერა მაშინ კონცერტებს ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ და იქ გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - მთელი ახალგაზრდები მის კონცერტებზე მიდიოდნენ, მღეროდნენ მასთან ერთად აქ უკვე ჩვენი [„ნაციონალური მოძრაობის“] ახალგაზრდულის პროექტები და შეთავაზებები უძლური იყო“, - განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი