
ნეთანიაჰუ: ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა ისრაელის ბრძოლა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და მას ზედმეტად აგრესიული უწოდა, ხოლო ირანი კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ვაშინგტონთან დადებული შეთანხმების პირობა ისრაელის ჯარების სრულად გაყვანაა.
„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩრდილოეთის ქალაქებში“, - განაცხადა მან.
„ეს მოითხოვს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის შენარჩუნებას. ეს მოითხოვს, რომ არ წავიდეთ იქიდან მანამ, სანამ ამას ისრაელის უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ვაშინგტონმა და თეირანმა გუშინ მოაწერეს ხელი და რომლის ხელმომწერიც ისრაელი არ არის, ლიბანში ყოველგვარი საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge