მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნევადაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაციის ბრძანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო
ნევადაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაციის ბრძანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო

ნევადაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაციის ბრძანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ რინოსთან ახლოს, მასშტაბური ხანძრის გამო, ათობით ათას ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. დაახლოებით 42 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილის დაუყოვნებლივ დატოვების ბრძანება მიიღო, კიდევ 45 000-ს კი მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მზადყოფნაში იყვნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარმა, რომელიც შაბათს დილით გაჩნდა, ამ დროისთვის ექვსი ადამიანი დააზიანა, აქედან 3 მეხანძრეა. ცეცხლის გავრცელებას ქარიანმა და არაპროგნოზირებადმა ამინდმა შეუწყო ხელი.

ნევადის გუბერნატორმა ჯო ლომბარდომ უოშოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნულ გვარდიას ხანძრის ქრობისა და სამართალდამცავთა ღონისძიებებში ჩართვა დაავალა. საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახურების ცნობით, ევაკუაციის ზონაში დაახლოებით 13 700 სახლი მოჰყვა, ხოლო იძულებით გადაადგილებული მცხოვრებლების მისაღებად ორი თავშესაფარი მოეწყო.

რინო, რომელიც დასავლეთ ნევადაში, კალიფორნიის შტატის საზღვართან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით 280,000 მცხოვრებს ითვლის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი